ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მილოცვა ილია II-ს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავთან დაკავშირებით
ეპარქია მადლიერებით აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლოვან სულიერ და სამწყემსო მსახურებას.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს.
ეპარქიის მილოცვაში ხაზგასმულია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, მაცხოვრის შეწევნით, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღასრულა მაღალი და ღირსეული პატრიარქული მსახურება „სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, სიტყვუთა ჭეშმარიტებისაითა და ძალითა ღმრთისაითა“
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უწმინდესსა და უნეტარესს უსურვებს სიცოცხლეს ქრისტეში, სულიერ სიმტკიცესა და ძალას, რათა კვლავაც განაგრძოს თავისი პატრიარქული და სამწყემსო მსახურება საქართველოს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.
ეპარქია მადლობას სწირავს განკაცებულ, ჯვარცმულ და მკვდრეთით აღდგომილ იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ქვეყანას უწმინდესისა და უნეტარესის სახით ასეთი დიდი და მადლმოსილი პატრიარქი მოუვლინა.
მილოცვის დასასრულს აღვლენილია ლოცვა, რათა უფალმა გააძლიეროს უწმინდესი და უნეტარესი ილია II მის პატრიარქულ მსახურებაში და წმინდა ილია თეზბიტელის მადლმოსილებით დაიფაროს იგი.
25 დეკემბერი, 2025 წელი
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ აფხაზეთის მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა.