ირაკლი კობახიძე რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა

2824
25 ნოემბერი 2025 10:34
25
ირაკლი კობახიზე რომის პაპთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვატიკანში. ფოტო: მთავრობის ოფიციალური გვერდი ირაკლი კობახიზე რომის პაპთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვატიკანში. ფოტო: მთავრობის ოფიციალური გვერდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პაპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სტუმრად საქართველოში მოიწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა რომის პაპ ლეო XIV-სთან. პრემიერმა პონტიფექს არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით და აღნიშნა, რომ მისი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში ხელს შეუწყობს საქართველო–ვატიკანის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

მხარეებს შორის საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მნიშვნელოვანია.

როგორც პრემიერმა განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, დღეს არსებულ გამოწვევებზე და თანამედროვე სამყაროში ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რომის პაპთან. ვისაუბრე ჩვენს გამოწვევებზე, მათ შორის იმ ბრძოლაზე, რომელსაც საქართველო ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად აწარმოებს. მადლობა გადავუხადე ვატიკანს მრავალწლიან მხარდაჭერაზე“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრის ბოლოს მთავრობის მეთაურმა პაპი ლეო XIV საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიას ახალი ადმინისტრაციული საბჭო ჰყავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ