პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად პატრიარქს ესტუმრა

16 ოქტომბერი 2025 21:38
102
უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა. ფოტო: საქართველოს მთავრობა უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა. ფოტო: საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძემ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სულიერი გაძლიერებისთვის და აღნიშნა, რომ პატრიარქის სიბრძნემ განსაზღვრა საქართველოს ეკლესიისა და ერის სიმტკიცე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა. უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა.

პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ უწმინდესის სიბრძნემ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის რწმენა, რელიგიური იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება კი ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქმა სამძიმარი გამოუცხადა დეკანოზ მიქაელის ოჯახს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ