თბილისში 100 000 მოწამის ხსენების ღამეს პარაკლისი აღევლინა
მრევლი და სასულიერო პირები ღირსი მოწამეთა ხსენებას პატივისცემით დაესწრნენ.
2025 წლის 12 ნოემბერს, ღამის 12 საათზე, თბილისის წმინდა მოწამეთა ხიდზე, სადაც ქრისტიანთა ასიათასმა მოწამეს თავი მოკვეთეს სარწმუნოების დაცვისთვის, დეკანოზმა იოანე როსტიაშვილმა პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურებას ესწრებოდა მრევლი და სხვა სასულიერო პირები.
პარაკლისის დასრულების შემდეგ დეკანოზმა მრევლს ქადაგებით მიმართა:
„დღეს ძალიან მძიმე ჟამი გვიდგას საქართველოში. აქვე ახლოს იჯდა ხალიფა 400 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ ჩვენს ქვეყანას, ვერ შეძლეს მისი განადგურება. ჩვენი უწმინდესი უნეტარესი ბრძანებს, რომ ამდენ ათეულობით მოწამეს შეიძლება არ ყავდეს ზოგიერთ ერს. ამიტომ ჩვენ უნდა დავაფასოთ, ვისი შთამომავლები ვართ და მივბაძოთ მათ ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიყვარულში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ“.
ღვთისმსახურება დასრულდა ღირსების, ერთიანობისა და სარწმუნოების გამყარების სულიერ ელფერად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მამა გაბრიელის სახლიდან სამთავროს დედათა მონასტრამდე მსვლელობა გაიმართა.
მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ლევანი