UNESCO-სა და ICOMOS-ის ექსპერტებმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს
კულტურის მინისტრის მოადგილის თეიმურაზ გამცემლიძის ხელმძღვანელობით, ექსპერტებმა სვეტიცხოვლის კვლევისა და დაცვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
2025 წლის 12 ნოემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ UNESCO-ს გეოლოგიისა და ICOMOS-ის ექსპერტ კლაუდიო მარგოტინსა და რომის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის გეოტექნიკის პროფესორ კუინტილიო ნაპოლეონს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიიწვია.
სტუმრებთან ერთად ტაძარში იმყოფებოდნენ საინჟინრო გეოლოგიური კვლევების ხელმძღვანელი გურამ შარაშენიძე და არქიტექტორი ვახტან ზესაშვილი. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა სვეტიცხოვლის, როგორც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, კვლევისა და მუდმივი ზრუნვის აუცილებლობა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ტაძრის ისტორიულ, კულტურულ და სამშენებლო მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ მსგავსი მონიტორინგი და საერთაშორისო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ძეგლის მდგრადი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნების საქმეში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.