ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ გამოირჩა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეული პეკინში წარმატებით დასრულდა.
პეკინში წარმატებით დასრულდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეული, რომელშიც მონაწილეობა 40-მდე ქვეყანამ და 3 000-მდე მონაწილემ მიიღო. ღონისძიებას 500 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.
საქართველოს პავილიონი განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა — წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული სამოსი, სამკაული, ქსოვილის ნაირსახეობები, ღვინის ჭურჭელი და თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
ღონისძიების ფარგლებში ანსამბლმა „დიდგორმა“ ფოლკლორული მუსიკის კონცერტი გამართა, რაც ქართველთა კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.
კვირეულის მიზანი იყო ტრადიციული ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხარაგაულის გიმნაზიაში ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.