11 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სერაპიონ ზარზმელს იხსენებს

2824
11 ნოემბერი 2025 08:26
22
სერაპიონ ზარზმელი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები სერაპიონ ზარზმელი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

წმინდა სერაპიონ ზარზმელი — ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და კლარჯეთის წმინდა მამათა შთამომავალი, რომლის ლოცვითაც მრავალი სასწაული აღესრულა.

11 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს ღირსი სერაპიონ ზარზმელის წმინდა ხსენების დღეს.
სერაპიონი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. მისი მშობლები — კვიპრიანე და ღვთისმოშიში დედა — ქველმოქმედებით, სიღარიბეთა შემწეობით და ღვთის შიშით ცხოვრობდნენ. სერაპიონს ორი ძმა ჰყავდა, რომელთა აღზრდაც მშობლების გარდაცვალების შემდეგ თავად იტვირთა.

სიყრმიდანვე სერაპიონს მონაზვნური ცხოვრებისადმი წარუვალი ლტოლვა ჰქონდა. თავის ძმასთან, იოანესთან ერთად, მიქელ პარეხელს მიაშურა და მის მოწაფედ იქცა. შემდგომში, მოძღვრის კურთხევით, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაემგზავრნენ, რათა დაეარსებინათ მონასტერი, რომელიც დღეს ზარზმის სახელით არის ცნობილი.

მამა სერაპიონის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა. ერთ-ერთი მათგანი იყო მიწისძვრა, რომელმაც ამპარტავნებით სავსე დაბა-წისქვილი წალეკა — ასე ახდა წმიდანის წინასწარმეტყველური სიტყვები. ამ შემთხვევის შემდეგ ხალხმა ადგილს „ზარზმა“ უწოდა.

გიორგი ჩორჩანელის ხელშეწყობით, ბერებმა ფერისცვალების სახელობის ტაძარი ააშენეს, რომელიც სერაპიონის ხელმძღვანელობით სამ წელიწადში დასრულდა. წმინდანმა ეკლესიის წესები და კანონები დააწესა და იქვე მოსაგრეთათვის სენაკებიც ააგო.

სიცოცხლის ბოლოს, სერაპიონმა ძმები დალოცა, მათ წინამძღვრად გიორგი დაადგინა და მშვიდად მიიცვალა. წმინდანი დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით, საკუთარ ხელით გამოთხრილ საფლავში. შემდგომში მისი წმინდა ნაწილები ბასილ ზარზმელმა გადაასვენა ახალ ტაძარში.

ღირსი სერაპიონ ზარზმელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა, რომლის მოღვაწეობამ კლარჯეთისა და სამცხის სამონასტრო ცხოვრების განმტკიცებას დაუდო საფუძველი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 12 წელი აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ