ევროპარლამენტის დეპუტატი: ეკ დუმს ქრისტიანთა წინააღმდეგ ჯიჰადისტთა ძალადობაზე
დეპუტატმა მოუწოდა თვალი ადევნონ ტერორისტთა ფარულ დაფინანსებას ჯიჰაიზმთან ბრძოლაში და კონფლიქტის ზონებში ქრისტიანთა დაცვას.
2025 წლის 28 ივლისს ნიდერლანდების მხრიდან ევროპორლამენტის დეპუტატმა ბერტ-იან რეისენმა განაცხადა, რომ ევროპული კავშირი და საერთაშორისო საზოგადოებრიობა იგნორირებს ისლამისტთა მიერ ქრისტიანთა დევნას. მისი სიტყვებით, ბრიუსელი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ღაზასა და უკრაინის შესახებ, მაგრამ ამჯობინებს დუმილს, როდესაც საქმე ქრისტიანთა წინააღმდეგ ძალადობას ეხება. ამის შესახებ იუწყება European Conservative.
რეისენი კომენტარს აკეთებს კონგოში ცოტა ხნის წინ მომხდარ მასიურ მკვლელობაზე, როდესაც „დემოკრატიულ ძალთა ალიანსის“ (ADF) დაჯგუფების ბოევიკებმა, რომელიც კავშირშია ელის-თან (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო), საღამოს მსახურების დროს თავს დაესხნენ ეკლესიას. თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბოევიკებმა შეიპყრეს ბავშვები და გადაწვეს მიმდებარე სახლები.
დეპუტატი ადასტურებს: „სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ADF-ის მხრიდან კონგოში მოხდა მორიგი საშინელი შეტევა ეკლესიაზე... მისი მიზანია - ისლამური სახელმწიფოს შექმნა და, შესაბამისად, თავიანთ გზაზე ყველაფრის (წაიკითხეთ: ქრისტიანთა) განადგურება. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა, ეკ-ის ჩათვლით, აქამდე დუმილს ინარჩუნებს ქრისტიანთა წინააღმდეგ ჯიჰადისტების ძალადობაზე“.
დეპუტატმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მან გაცილებით უფრო ადრე შეიტანა ევროპარლამენტში ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ რეალიზებული არ არის. წინადადებებს შორის ერთ-ერთია - „წევრმა სახელმწიფოებმა მეტი ძალისხმევით თვალყური უნდა ადევნონ ისლამის სახელმწიფოსა და ADF-ის საიდუმლო ფონდებს”.
თავის მხრივ, შვედეთის მემარჯვენე პარტიის დეპუტატმა ჩარლი ვაიმერსმა მაისში აზრი გამოთქვა ამ საერთო თემაზე. მან განაცხადა, რომ ბრიუსელის მიერ რადიკალური ისლამური ორგანიზაციების დაფინანსება, იმ სტრუქტურების ჩათვლით, რომლებიც ძმებ-მუსულმანებთან ასოცირდება, ხელს უწყობს ისლამის მოძლიერებას ევროპაში. ვაიმერსმა ხაზი გაუსვა: „არასდროს არ დავნებდები, სანამ სახელმწიფო დაფინანსება და ამ ქსელების ლეგიტიმირება არ ჩაბარდება წარსულს“.
აღვნიშნავთ, რომ კონგოში მომხდარმა მიიქცია ფრანგ კომენტატორთა ყურადღება. იურისტ ტიბო დე მონბრიალის გაფრთხილებით, ისლამის მიზანი „ერთია მთელ მსოფლიოში - დაპყრობა“, ხოლო ჟურნალისტმა ჯან-სებასტიან ფერჟიუმ საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაფიქრდეს ამ ტრაგედიის რეაგირებაზე.
მანამდე მჟკ იუწყებოდა, რომ კონგოში ელის-ის ისლამისტებმა კათოლიკურ ეკლესიაში 34 ადამიანი მოკლეს.