ხმელნიცკის ეპარქიამ კრასილოვში ტაძრის მიტაცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

15 მაისი 2025 20:32
6786
უმე-ის ამაღლების ეკლესია კრასილოვში. ფოტო: Хмельницкая епархия უმე-ის ამაღლების ეკლესია კრასილოვში. ფოტო: Хмельницкая епархия

აღდგომის სახელობის სამრევლო უმე-ს ერთგული რჩება და ის თავის უფლებებს დაიცავს.

უმე-ს ხმელნიცკის ეპარქიის პრეს-სამსახურში 2025 წლის 15 მაისის საღამოს, ხმელნიჩინის კრასილოვში ამაღლების ტაძრის მიტაცების შემდეგ, განაცხადეს, რომ მრევლი დაიცავს თავის უფლებებს ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე.

ეპარქიის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე რეიდერთა ქმედებებს „არასამართლებრივი“ უწოდეს, რომლებსაც, როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, სჩადიოდნენ სასამართლოს უსაფუძვლო გადაწყვეტილების შესრულების ფორმით: „ვალდებულება იმისა, რომ არ აიკრძალოს ტაძრის გამოყენება“. აღნიშნულია, რომ „ბრუტალური  მიტაცება“ განხორციელდა უმე-ს ყოფილი, დღესდღეობით კი მეუ-ს მღვდლის ივანე კულინიჩის, სახელმწიფო აღმასრულებელი სამსახურის რაიონული განყოფილების უფროსის რომან იაროსლავის ძე ხაბალის, ადგილორივი ჩინოვნიკებისა და პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობით.

„ამავდროულად, მთელი დღის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები ტაძარში არ უშვებდნენ მორწმუნეებს, რაც  მომხდარი ფაქტის ვიდეომასალებშია დაფიქსირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეპარქიის პრეს-სამსახურმა ხაზი გაუსვა, რომ რელიგიურმა გაერთიანებამ 2023 წლის 7 მაისის სამრევლო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნებს სულიერ და კანონიკურ ერთობას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს წინამძღოლობით.

საერთო სამრევლო კრება აგრეთვე ჩატარდა 2025 წლის 2 მარტს, სადაც, კერძოდ, მრევლის წევრებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ მრევლი აგრძელებს თავის მოღვაწეობას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ტაძარში რეგულარულად ტარდება ღვთისმსახურებები, აღესრულება საეკლესიო საიდუმლოებები, პარაკლისები მშვიდობისთვის, პანაშვიდები დაღუპულთათვის, ლოცვები უკრაინელი ხალხისთვის და ა.შ.

ხმელნიცკის ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ, შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობისა, რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება აქვთ დამოუკდებლად აწარმოონ თავიანთი შიდა საქმეები.

„მეუ-ს მომხრეებმა და სახელმწიფო ორგანოთა და ადგილობრივი თვითმმართველობის ცალკეულმა წარმომადგენლებმა, სამსახურეობრივი მოვალეობების გადაჭარბებითა და სამართლებრივი და მორალური ნორმების იგნორირებით, თავიანთი ქმედებებით წარმოაჩინეს, რომ კანონი მათთვის ცარიელი ადგილია“, - აღნიშნავენ უმე-ს ეპარქიაში.

როგორც ეპარქიის პრეს-სამსახურში განაცხადეს, აღდგომის ტაძრის რელიგიური გაერთიანება არ ეთანხმება უკანონობას და თავისი უფლებების უგულებელყოფას და ის კანონიერად დაიცავს თავის უფლებებს რწმენის თავისუფლების სფეროში ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე.

როგორც მჟკ წერდა, მეუ-ში 2023 წლიდან ცდილობენ კრასილოვის აღდგომის ტაძრის მიტაცებას. მხოლოდ წელს მიტაცების სამი მცდელობა იყო. 2023 წლის აპრილში ხელისუფლების ორგანიზებით ეკლესიის გალავნის გარეთ უცნობი პირები შეიკრიბნენ. მაგრამ მორწმუნეები, რომლებმაც თავიანთი კანონიერი კრება ჩაატარეს და უმე-სადმი თავიანთი ერთგულება დაადასტურეს, იცავდნენ ტაძარს და რეიდერებს არ უშვებდნენ.

კრასილოვის მერი ოსტროვსკაია ტვ-ში ჩიოდა, რომ მღვდელს და მრევლს არ სურთ მეუ-ში გადასვლა: „სამწუხაროდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებს და მრევლს ნამდვილად არ სურთ მეუ-ში გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ მე არა ერთხელ შევხვედრილვარ მღვდელს და ვცდილობდი, რომ მას გადაეფიქრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნებაყოფლობით  გადასვლა მაინც ვერ მოხერხდა“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ