მენელსაცხებელ დედათა დღეს უმე-ს იერარქმა მოწყალების დებს მიკროავტობუსი აჩუქა

2824
05 მაისი 2025 18:29
321
მოწყალების დებს ავტობუსი გადაეცა. ფოტო: Черкасская епархия მოწყალების დებს ავტობუსი გადაეცა. ფოტო: Черкасская епархия

მოწყალების დები ახლა შეძლებენ საკუთარი ტრანსპორტით უპოვართა მონახულებას და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემას.

ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა 2025 წლის 4 მაისს, წმინდა მენელსაცხებლე დედათა კვირას მართა და მარიამის მოწყალების დებს აჩუქა მიკროავტობუსი სოციალურ- საქველმოქმედო სამსახურში გამოსაყენებლად, იუწყება ჩერკასკის ეპარქიის პრეს-სამსახური.

მღვდელმთავარმა  ჩერკასკის ქრისტეშობის საეპისკოპოში სატრანსპორტო საშუალება აკურთხა.

„ეს შენაძენი ჩერკასკელ მოწყალების დებს სოციალური მსახურების უფრო ფართო საშუალებებს უხსნის, ვიდრე ეს მათ მანამდე ჰქონდათ. საავადმყოფოების, ინტერნატების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების, ლტოლვილთა ადგილმდებარეობების მონახულებასა  და იქ ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანას ახლა საკუთარი ტრანსპორტით უზრუნველყოფენ მართასა და მარიამის დედები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მიტროპოლიტმა თეოდოდსმა მიულოცა მოწყალების დებს მენელსაცხებელ დედათა დღესასწაული, მადლობა გადაუხადა მათი შრომისთვის  და ეკლესიაში  მომსახურე დედებს მოუწოდა, რომ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს საზოგადოებაში მშვიდობის ქადაგებას.

 „თქვენი ქადაგება მშვიდობის ქადაგებად უნდა იქცეს, თქვენი მსახურება კი - მშვიდობისთვის მსახურებად“, - ხაზი გაუსვა ჩერკასკის მღვდელმთავარმა.

როგორც მჟკ წერდა, გოროდიშჩეში მეუ და ხელისუფლება ცდილობენ, რომ მორწმუნეებს უმე-ს წმინდა მიქაელის ტაძარი წაართვან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ