ისლამისტებმა სირიაში წინასწარმეტყველ მუჰამედის ,, შეურაცხყოფისთვის’’ 6 ადამიანი მოკლეს - მედია
დრუზების სულიერმა საბჭომ განაცხადა, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის მისამართით შეურაცხმყოფელი ხმოვანი შეტყობინება „არეულობის პროვოცირების მიზნით“ იყო შეთხზული.
2025 წლის 28 აპრილს, შეიარაღებული ისლამისტების ჯგუფმა თავს დაესხა დრუზებით დომინირებულ ქალაქ ჯარამანას, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, იტყობინება სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო საბჭო (SOHR).
ინციდენტი სოციალურ მედიაში დრუზების თემის წევრისთვის მიკუთვნებული აუდიო შეტყობინების გავრცელებამ გამოიწვია, რომელიც შეიცავდა „წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფას“ და „პროვოკაციულ განცხადებებს“.
მას შემდეგ, რაც ჩანაწერი გავრცელდა რიგ პროვინციებში - ალეპოში, ჰომსში, დამასკოში და სხვა - დრუზების წინააღმდეგ „საზოგადოებრივი აღშფოთება“ დაიწყო.
ჯარამანაში დიდი სამხედრო კოლონები ჩავიდნენ და ქალაქს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს; ამავდროულად, სხვადასხვა რაიონში სროლა დაიწყო.
სროლის შედეგად ექვსი დრუზი დაიღუპა და 15 დაიჭრა. თავდამსხმელებს შორის სამი დაიღუპა და ორი დაიჭრა. SOHR-ის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს მიმდინარე ბრძოლებისა და დაჭრილების ევაკუაციის სირთულის გამო.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეტაკებების დაწყების შემდეგ, უსაფრთხოების ძალები „მოსახლეობის დასაცავად და საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად“ განლაგდნენ. ტერიტორიის გარშემო მჭიდრო კორდონი შეიქმნა, „რათა თავიდან აეცილებინათ მსგავსი ინციდენტების განმეორება“.
სამშაბათს, AFP-ის კორესპონდენტმა ჯარამანას ყველა შესასვლელთან დრუზების თავდაცვის მებრძოლების და დამასკოს საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მთავრობის მიერ კონტროლირებადი ძალების ყოფნა დააფიქსირა.
ადგილობრივმა დრუზების სულიერმა საბჭომ სირიის მთავრობას სრულად დააკისრა პასუხისმგებლობა თემზე თავდასხმასა და სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე. საბჭომ ასევე დაგმო „წინასწარმეტყველი მუჰამედის მისამართით ნებისმიერი შეურაცჰყოფა “ და განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელი ხმოვანი შეტყობინება შეთხზული იყო „არეულობის პროვოცირების განზრახვით“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და პირობა დადო, რომ „ღვთისმგმური“ აუდიოფაილის ავტორს სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხისგება.
ეს სირიაში ბოლო თვეების განმავლობაში სექტანტური და ეთნიკური ნიშნით შუღლის მეორე მასშტაბური აფეთქებაა - უფრო ადრე, მარტში, სისხლიანი თავდასხმები მოხდა ალავიტურ თემებზე, რომელთა შორისაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადიცაა.