დავითიანნისა და „საზოგადოება ივერიისას“ ერთობლივი სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა

2824
26 დეკემბერი 2025 17:46
13
საილუსტრაციო ფოტო საილუსტრაციო ფოტო

სტუდენტებმა შეისწავლეს ქრისტიანული მსოფლხედველობის ბაზისური ელემენტები და თანამედროვე იდეოლოგიური გამოწვევები.

„დავითიანნისა“ და „საზოგადოება ივერიისას“ ერთობლივი ინიციატივით განხორციელებული სასწავლო კურსი — „ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები“ წარმატებით დასრულდა.

პროექტი დავითიანნის სტუდენტებისთვის სპეციალურად შემუშავებულ პროგრამას მოიცავდა და მიზნად ისახავდა ქრისტიანული მსოფლხედველობის ძირითადი პრინციპების გაცნობას, ასევე თანამედროვე იდეოლოგიური გამოწვევების გააზრებას ქრისტიანული სწავლების ჭრილში.

ლექციათა ციკლს უძღვებოდა ფილოსოფიის მაგისტრი თორნიკე გოგინაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ დავითიანნის სტუდენტებთან მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მისი თქმით, სტუდენტების აქტიურმა ჩართულობამ, კითხვებმა და დისკუსიებმა ლექციები ინტერაქციულ ფორმატში გადაიყვანა და თავად ლექტორსაც ახალი ხედვებისა და თემებისკენ უბიძგა.

კურსის დასრულება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დავითიანნის საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებისა და ქრისტიანული მსოფლხედველობის თანამედროვე კონტექსტში გააზრების გზაზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო პირებს „ღირებულებითი განათლებისა“ და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სერტიფიკატები გადაეცათ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ