სასულიერო პირებს „ღირებულებითი განათლებისა“ და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სერტიფიკატები გადაეცათ
გადამზადება საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელდა.
ამა წლის 24 დეკემბერს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სასულიერო პირებისთვის განხორციელებული გადამზადების პროგრამა დასრულდა.
პროგრამა მოიცავდა მიმართულებებს — „ღირებულებითი განათლება“ და „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები“, რომლის დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ ბორჯომისა და ბაკურიანის, ჭიათურისა და საჩხერის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, აგრეთვე ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიების სასულიერო პირებს.
აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვასა და ეკლესიისა და საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიან თანამშრომლობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ინტრონიზაციის 48-ე წელი.