ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ბელგრადის წმინდა საბას ტაძარს ეწვია
ქართულ დელეგაციას სერბეთის პატრიარქმა პორფირემ უმასპინძლა და ტაძრის ისტორია გააცნო.
სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარის წარმომადგენელი მეუღლესთან ერთად, დელეგაციის წევრებთან და სერბეთის პირველ ლედისთან — თამარა ვუჩიჩთან ერთად ბელგრადში მდებარე წმინდა სავას საკათედრო ტაძარს ეწვია. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
ტაძარში სტუმრებს სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ უმასპინძლა. შეხვედრისას პატრიარქმა დელეგაციას წმინდა სავას ტაძრის მრავალწლიანი ისტორიის, მისი სულიერი და კულტურული მნიშვნელობის, აგრეთვე იქ დაცული უნიკალური სიწმინდეების შესახებ დეტალურად უამბო.
ვიზიტი მეგობრული და თბილი გარემოს ფონზე წარიმართა და კიდევ ერთხელ გამოკვეთა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ისტორიული, სულიერი და კულტურული კავშირები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი.