ვაზისუბანში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი ეკურთხა
ტაძრის კურთხევა და სადღესასწაულო წირვა 19 დეკემბერს, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2025 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი იკურთხა. ინფორმაციას ერთსულოვნება ავრცელებს.
ტაძარი მდებარეობს წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში. კურთხევის ღვთისმსახურება აღასრულა წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა.
ღვთისმსახურებაში თანამსახურებდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გურამ გურამიშვილი და სხვა სასულიერო პირები.
ტაძრის კურთხევის დასრულების შემდეგ აღესრულა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია, რომელსაც მრევლი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა.