ჩიკაგოში წმინდა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა
საღმრთო მსახურება ჩიკაგოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა.
13 დეკემბერს, წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, ჩიკაგოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღესრულა.
საღმრთო მსახურება აღავლინა ყოვლადუსამღვდელოესმა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), რომელსაც თანამსახურებდა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სამღვდელოება.
სადღესასწაულო ლიტურგიას მრევლი და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსახურების განმავლობაში აღევლინა ლოცვები საქართველოსა და ქართველი ერის კეთილდღეობისთვის, ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მაგალითზე ხაზი გაესვა ქრისტიანული სარწმუნოების, ერთგულებისა და სამშობლოს მსახურების მნიშვნელობას.
დღესასწაული ტაძარში სულიერი სიხარულისა და ერთობის განსაკუთრებულ ატმოსფეროში აღინიშნა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კონგრესმენი: უმე-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ქრისტიანების დევნის ნათელი მაგალითია.