ხაშურში წმიდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია აღესრულა
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონისა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის თანამსახურებით ჩატარდა.
2025 წლის 17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი სტუმრობდა სურამისა და ხაშურის ეპარქიას. სტუმრობის ფარგლებში, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონთან ერთად, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ აღასრულა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულა ხაშურის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის სამრევლოში. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა დალოცეს შეკრებილი სამწყსო, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და სრულიად საქართველო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ტაძრის მრევლი და მორწმუნეები, რომლებმაც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე ერთობლივი ლოცვითა და სულიერი სიხარულით აღნიშნეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოდბის ეპარქიაში მეუფე საბა ინწკირველსა და მეუფე საბა გიგიბერიას ანგელოზის დღეს ულოცევენ.