გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით ფინეთში იმყოფებოდნენ
სტუდენტებმა აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები, ლექციები და მასტერკლასები გამართეს.
გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები ფინეთში, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში, საპილოტე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ვიზიტი გალობის უნივერსიტეტის დაფინანსებით მოეწყო და საქართველოს წარმომადგენლები 16 ნოემბერს გაემგზავრნენ, 26 ნოემბერს კი მათი ვიზიტი დასრულდა.
სტუდენტებმა ფინელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს, დასწრნენ ლექციებს და თავადაც გამართეს მასტერკლასები. გარდა აკადემიური აქტივობებისა, გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მასპინძლებს ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ნიმუშები გააცნეს, რაც კულტურული გაცვლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.
ვიზიტი ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და საქართველოს მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა ბეთანიასა და მანგლისში ლექცია-სემინარი გაიარეს.