საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი რომში კონცერტს გამართავს
ვატიკანის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება 23 ნოემბერს, სანტა მარია მაგჯორეს ბაზილიკაში გაიმართება.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, 23 ნოემბერს, რომში, ვატიკანის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი გამართავს.
საიუბილეო წელი იტალიის დედაქალაქში 1300 წლიდან 25 წელიწადში ერთხელ აღინიშნება და მრავალ საერთაშორისო კულტურულ პროექტს აერთიანებს.
კონცერტი საღამოს 20:00 საათზე, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში (La Basilica Papale di Santa Maria Maggiore) გაიმართება. ღონისძიება საქართველო–იტალიის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება და სტუმრებს უნიკალურ მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპარქიებში სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგების ჩატარება.