გორის ქალთა კამერული გუნდი რომში კონცერტს გამართავს
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ვატიკანში საქართველოს საელჩოს პარტნიორობით, 21 ნოემბერს, პანთეონის ბაზილიკაში, გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, რომში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება იგეგმება. ვატიკანის საიუბილეო წლის ფარგლებში, 21 ნოემბერს, 17:30 საათზე, პანთეონის ბაზილიკაში (II Pantheon – Basilica di Santa Maria ad Martyres) გორის ქალთა კამერული გუნდი სოლო კონცერტს გამართავს.
საიუბილეო წელი რომში უნიკალური ტრადიციაა, რომელიც 1300 წლიდან იწყება და ყოველ 25 წელიწადში ერთხელ აღინიშნება. გორის ქალთა კამერული გუნდის მონაწილეობა კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმოდგენას ნიშნავს.
კონცერტი იტალიის დედაქალაქში შეკრებილ სტუმრებს ქართული მრავალხმიანობისა და თანამედროვე ქორალური ხელოვნების მაღალ პროფესიონალიზმს გააცნობს.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანასა და წმინდა საყდარს შორის არსებულ კულტურულ თანამშრომლობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხარაგაულის გიმნაზიაში ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.