ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ტაძარი აკურთხეს

16 ნოემბერი 2025 11:04
114
წალენჯიხის მთავარანგელოზის ტაძარი. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდი წალენჯიხის მთავარანგელოზის ტაძარი. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, აკურთხა წალენჯიხის მთავარანგელოზთა ტაძარი.

ამა წლის 15 ნოემბერს მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, აკურთხა წალენჯიხის მთავარანგელოზთა ტაძარი.

წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, მრევლი დალოცა და მიულოცა ტაძრის კურთხევის დღესასწაული, ასევე ეპარქიაში შეტანილი განსაკუთრებულული წვლილისათვის კი სამადლობელი სიგელი, გადასცა ბ-ნ ზვიად ქუხილავას.

მთავარანგელოზთა ლოცვით, უფალმა დალოცოს და გაახაროს, ნაყოფისშემომწირველნი და კეთილისმყოფელნი წმიდისა ამის ტაძრისა. ამინ!

ტაძრის კურთხევას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის სასულიერო პირები და მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დაბადების დღეს ულოცავს დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ