მიმდინარეობს კორინთოს ახალი მიტროპოლიტის, პავლეს ინტრონიზაცია
ამჟამად მიმდინარეობს კორინთოს ახალი მიტროპოლიტი პავლეს ინტრონიზაციის ცერემონია.
ათენ-კორინთოს ეროვნულ გზაზე, კალამაკის საბაჟო კარიბჭესთან, ახალ მიტროპოლიტს პელოპონესის რეგიონის გუბერნატორი, ბატონი დიმიტრიოს პტოხოსი და კორინთოს მერი, ნიკოლოზ სტავრელისი დახვდნენ.
მალე კორინთოს ქალაქში საყოველთაო მიღება გაიმართება ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმოს თანდასწრებით. ინფორმაციას ავრცელებებს romfea.
მალევე, კორინთოს წმინდა საყდრის ვიკარიუსი, კალავრიტის მიტროპოლიტი იერონიმო, ახალ მიტროპოლიტს სამწყსო კვერთხს გადასცემს, რასაც მოჰყვება კორინთოს მერის ნიკოლოზ სტავრელისის მიმართვა, ასევე კორინთოს მიტროპოლიტი პავლეს საპასუხო სიტყვა.
და ბოლოს, ახალი მიტროპოლიტის ინტრონიზაციის ცერემონია წმინდა მოციქულთა საკათედრო ტაძარში გაიმართება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რატომ აღიარა საბერძნეთმა გეი ქორწინება?