ზუგდიდის მიტროპოლიტმა გერასიმემ თურქეთში მიმავალი ახალგაზრდა ფეხბურთელები დალოცა
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა გერასიმემ „FC ODISHI 1919“-ის (U10-U11) გუნდისთვის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
2025 წლის 10 ნოემბერს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინა სავედრებელი პარაკლისი. მსახურებას ესწრებოდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის — *„FC ODISHI 1919“* (U10-U11) წევრები, რომლებიც მიემგზავრებიან თურქეთის ქალაქ ორდუში გასამართ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე.
მიტროპოლიტმა გერასიმემ ბავშვებს წარმატება უსურვა, მშვიდობიანი მგზავრობა და გუნდის ერთიანობა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველი და ლოცვა-კურთხევა მათზე მოავლინა.
„ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,“ — ამ სიტყვებით მიმართა მღვდელმთავარმა ახალგაზრდა სპორტსმენებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მიტროპოლიტი სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალებას ეხმაურება.