განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაცია გაიმართა

24 ოქტომბერი 2025 17:49
90
ახალი პლატფორმის ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაცია. ფოტო: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი ახალი პლატფორმის ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაცია. ფოტო: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი

პრეზენტაციას დაესწრნენ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

23 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პლატფორმის ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ახალი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აგრეთვე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა ეროვნული გადამზადების ცენტრს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ეს ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის და სკოლებში ღირებულებითი განათლების შეტანა ძალიან წაადგება როგორც მოსწავლის, ისე მშობლებისა და ზოგადად, სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებს. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა თამარ მახარაშვილმა და ზვიად გაბისონიამ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკა ხუციშვილმა და სხვა პირებმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“-მ რუსთავში ხეები დარგო.
 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ