ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“-მ რუსთავში ხეები დარგო

24 ოქტომბერი 2025 17:39
180
ეზოს გამწვანება კიპარისებითა და ზეთისხილებით. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო ეზოს გამწვანება კიპარისებითა და ზეთისხილებით. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

ფონდის ორგანიზებით ეზო გამწვანდა კიპარისებითა და ზეთისხილებით.

24 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“-მ (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) რუსთავში, ლევან გოთუას სახელობის N 17 საჯარო სკოლაში, ხეები დარგო, რაშიც მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა, პედაგოგებმა და დირექტორმა, - ქ-ნმა ნელი ლიქოკელმა, ასევე ჩოხოსნებმა და დიაკონმა დავით გოგიაშვილმა, რომლის ინიციატივითა და ფონდის ორგანიზებითაც ეზო გამწვანდა კიპარისებითა და ზეთისხილებით.

აღსანიშნავია, რომ წელს არის ლევან გოთუას დაბადებიდან 120 წლის იუბილე და სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა გამწვანების ეს ღონისძიებაც.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმ. ანდრიას უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებმა შეხვედრა გამართეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ