ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ პოკონოს საკათედრო ტაძარში დიაკვნად ხელს დაასახა ნუგზარ ბაჩიაშვილს
ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველმა) ხელდასხმულ დიაკვანს სახელად დავითი უწოდა, ახალად ხელდასხმული დიაკონი დავითი მსახურებას გააგრძელებს ბრუკლინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის სამრევლოში.
2025 წლის 12 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველმა) პენსილვანიის შტატის ქალაქ პოკონოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა ხელდასხმის საიდუმლო.
ღმრთისმსახურების განმავლობაში ეპისკოპოსმა საბამ დიაკვნად ხელი დაასხა ნუგზარ ბაჩიაშვილს, რომელსაც სახელად დავითი უწოდა.
ხელდასხმის შემდეგ მეუფე საბამ ახალი დიაკვანი დალოცა და მისთვის დიაკვნადმსახურების კეთილსინდისიერად აღსრულება უსურვა. ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიაკონობა ქრისტეს მსახურების მძიმე, მაგრამ მადლმოსილი გზაა და ამ მსახურებაში საჭიროა თავმდაბლობა, სიყვარული და ერთგულება ეკლესიისადმი.
ახალად ხელდასხმული დიაკონი დავითი მსახურებას გააგრძელებს ბრუკლინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის სამრევლოში, სადაც მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კვიპროსის, ევროსა და ფანარის მთავარეპისკოპოსი.