გ. მიქაუტაძის საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს სტომატოლოგები მოემსახურებიან
ქველმოქმედება ფეხბურთელის ინიციატივით და წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის მხარდაჭერით გრძელდება.
გიორგი მიქაუტაძის (ბომბარდირის) საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან გადმოსულ 10 ჩვენს თანამემამულეს, რომელთაც განსაკუთრებული საჭიროება აქვთ, ჩაუტარდებათ სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურება.
ინიციატივა მიზნად ისახავს თანამემამულეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას.
როგორც აღნიშნულია წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის (საფრანგეთი) ოფიციალურ Facebook გვერდზე, ქველმოქმედება გრძელდება და მსგავსი სახის დახმარებები მომავალშიც განხორციელდება.
ტაძრის წარმომადგენლები მადლობას უხდიან ყველას, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობს და დახმარებას უწევს გაჭირვებულებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო მადლობას უხდის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.