სამთავროს დედათა მონასტერში წმინდა ნინოს მცირე ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს
ტაძარი განსაკუთრებულ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას ატარებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ნინოს მცირე ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეს ეკლესია საქართველოს ქრისტიანობის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს — მისი აგება IV საუკუნეში, ქართლის გაქრისტიანების შემდეგ, მეფე მირიანის ბრძანებით მოხდა.
რესტავრაციის პროცესში შენარჩუნებულია ტაძრის ისტორიული იერი და არქიტექტურული დეტალები. სამთავროს კომპლექსში ეს მცირე ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ნაგებობაა, რომელიც ქართული კულტურისა და ქრისტიანობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახალი ბანას ტაძრის შესახებ სტუდენტური-სამეცნიერო სტატია ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა.