სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა

2824
28 სექტემბერი 2025 17:37
21
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ფოთო: ღია წყარო სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ფოთო: ღია წყარო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.

ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის facebook გვერდი ავრცელებს. 

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პრემიერ-მინისტრმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ