პრემიერ-მინისტრმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

2824
27 სექტემბერი 2025 13:17
34
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. ფოტო: საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. ფოტო: საქართველოს მთავრობა

მთავრობის მეთაურმა, სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ეს დღე შეგვახსენებს მრავალი ქართველის გმირობას და პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები - ეს არის მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გმირთა მოედანზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა, ამასთან ერთად, ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ მრავალი ქართველის გმირობას. ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისში ერეკლე მეორეს ძეგლი გაიხსნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ