ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ხობის პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
მიტროპოლიტი სამშენებლო პროცესს სიწმიდეთა დაცვის საეპარქიო ცენტრის დირექტორ გოგიტა ჩიტაიასთან ერთად გაეცნო.
2025 წლის 25 სექტემბერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მოსვლის დროს მას შეუერთდა სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის საეპარქიო ცენტრის დირექტორი, გოგიტა ჩიტაია.
სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთის ფერდობზე განვითარებულმა მეწყერულმა პროცესებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა როგორც შენობებს, ისე მიმდებარე ტერიტორიას. სამუშაო პროცესი დაიწყო 2023 წლის აგვისტოდან და მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიზანია კომპლექსის შენარჩუნება და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაცია სრულდება.