მსოფლიო პატრიარქი ნიუ-იორკში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე მსოფლიო საპატრიარქოსა და ბერძნული დიასპორის საკითხები განიხილეს.
2025 წლის 24 სექტემბერს, ოთხშაბათს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მანჰეტენზე, ამერიკის არქიეპარქიის შტაბ-ბინაში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდა.
არქიეპარქიაში ჩასვლისთანავე პრემიერ-მინისტრს უმასპინძლეს ამერიკის მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფორემ, ლაოდიკეის მიტროპოლიტმა თეოდორიტემ, სილიბრიის მიტროპოლიტმა მაქსიმემ და საპატრიარქოს სპეციალური ოფისის დირექტორმა ბატონმა აეტიოსმა.
შეხვედრის დაწყებისას, პრემიერ-მინისტრმა ბატონ ბართლომეოსს ჯონ ტემპლტონის ფონდის ჯილდო მიულოცა. დღის წესრიგში ასევე იყო მსოფლიო საპატრიარქოს საქმიანობა, ბერძნული დიასპორის საკითხები და ეკლესიის მხარდამჭერი პროექტები.
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად ემსახურება მსოფლიო საპატრიარქოსა და ადგილობრივ ბერძნულ თემს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. შეხვედრები მაღალი დონის პოლიტიკურ და საეკლესიო ლიდერებთან ხაზს უსვამს მსოფლიო პატრიარქის როლს საერთაშორისო დიალოგსა და ეკლესიის ერთიანობის განმტკიცებაში.
მჟკ წერდა, ტრამპი: ქრისტიანობა მსოფლიოში ყველაზე დევნილი რელიგიაა.