ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მიტ. აბრაამის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო.
ეპარქია სამძიმარს უცხადებს მიტროპოლიტის სამწყსოს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
„სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა“, — ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ღვთივ განისვენა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა.
0
0
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
მიტროპოლიტი დიმიტრი - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
სამძიმარი
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი
დასავლეთ ევროპიოს სამრევლო
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III-ის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე
დღეს 15:00
