ქუთაისის მერი ქრისტიანულ თემატიკაზე გამართულ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

დღეს 08:30
8
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი

კონფერენცია „ეკლესია და განათლება XIX-XX საუკუნეებში“ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ქრისტიანულ თემატიკაზე გამართულ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო, რომელიც სახელწოდებით „ეკლესია და განათლება XIX-XX საუკუნეებში“ გაიმართა.

სამეცნიერო კონფერენცია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს (გამრეკელი) 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ელდარ ბუბულაშვილის მიერ შედგენილი ნაშრომი — „ვახტანგ გამრეკელის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ასევე გაიმართა ფილმის — „მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) საგანმანათლებლო და სასულიერო მოღვაწეობა“ — ჩვენება.

კონფერენცია გელათის მეცნიერებათა აკადემიის, გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანს ეკლესიისა და განათლების ურთიერთმიმართების, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და სასულიერო პირთა საგანმანათლებლო მოღვაწეობის წარმოჩენა წარმოადგენდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ქუთაისისა და გაენათის ეპარქიამ მიტროპოლიტ იოანეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ