ბოდბის მონასტერში 23 ნოემბერს საზეიმო წირვას პატრიარქი შიო III აღავლენს
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უხელმძღვანელებს.
23 ნოემბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისა და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის დიდ ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
საღმრთო ლიტურგია დილის 10:00 საათზე დაიწყება.
მონასტერი მრევლს სადღესასწაულო
წირვაზე დასწრებისა და ერთობლივ ლოცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქ შიო III-ის ნათლულებს კიდევ 710 ბავშვი შეემატა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
სოფელ ნაკიფუში გრძელდება ტაძრის მშენებლობა
დღეს 15:36
