მიტროპოლიტი გრიგოლი ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ქართულ სამრევლოებს ეწვია

დღეს 15:13
64
მიტროპოლიტი გრიგოლი. ფოტო: ფოთისა და ხობის ეპარქია მიტროპოლიტი გრიგოლი. ფოტო: ფოთისა და ხობის ეპარქია

10-15 ნოემბერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ეპისკოპოს დოსითეოსის მიწვევით, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ქართულ სამრევლოებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეპარქიის საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობას გაეცნენ.

მიმდინარე წლის 10-15 ნოემბერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა თანმხლებ პირებთან ერთად ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ქართული სამრევლოები მოინახულა და მოილოცა. ვიზიტი ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს დოსითეოსის (ბოგვერაძე) მიწვევით გაიმართა.

სტუმრები გაეცნენ ეპარქიაში მიმდინარე საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობას, რომელსაც ეპისკოპოსი დოსითეოსი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ახორციელებს.

მიტროპოლიტ გრიგოლის თანმხლებ პირთა შორის იყვნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები: ფილოსოფიის დოქტორი თენგიზ ირემაძე და ფილოსოფიის დოქტორი ლალი ზაქარაძე, იღუმენია თეკლა (წიქარიძე) და დეკანოზი იოანე კორძახია.

14 ნოემბერს ბრიუსელის წმინდა მეფე თამარის სამრევლოში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „რწმენა და ცოდნა: თანამედროვე კონტექსტი“.

15 ნოემბერს კი მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ეპისკოპოსმა დოსითეოსმა ბრიუსელის წმინდა

თამარ მეფის საკათედრო ტაძარში ერთობლივი საღვთო ლიტურგია აღასრულეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნის პრეზენტაცია შედგა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ