ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულა.
2026 წლის 15 ნოემბერს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღვთო ლიტურგია აღავლინა.
ღვთისმსახურებას ტაძრის სამღვდელოება და მრევლი ესწრებოდა.
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს მიმართა და ღვთის კურთხევა უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ნინოობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი
20 ნოემბერი 18:23
