მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ნინოობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა
ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღავლინა, ხოლო იღუმენ იაკობ სირდაძესა და მღვდელ მირიან რამიშვილს საეკლესიო ჯილდოები გადაეცათ.
2026 წლის 1 ივნისს, სულიწმინდის ორშაბათსა და ნინოობის დღესასწაულზე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) საზეიმო საღმრთო ლიტურგია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების (განთიადი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ შესრულდა ლიტანიობა, რის შემდეგაც მეუფე მელქისედეკმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობის დღესასწაული მიულოცა.
სადღესასწაულო მსახურების ფარგლებში გაიმართა სასულიერო პირთა დაჯილდოების ცერემონიაც. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის წარდგინებითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ბრძანებით, სოფელ სამების მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იაკობი (სირდაძე) გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.
ამავე ბრძანებით, ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, მირიან (რამიშვილს), მიტრის ტარების უფლება მიენიჭა.
ნინოობის დღესასწაული, რომელიც ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას უკავშირდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღეა და ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული საზეიმო მსახურებებით აღინიშნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე.