შოვში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

გუშინ 20:11
91
13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევა 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევა

ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა ტაძრის საძირკველი აკურთხა. ახალი ტაძარი შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისა და ერთიანობის სიმბოლო გახდება.

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

საძირკვლის კურთხევის წესი ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ლევან ჯმუხაძე და ალუდა თუთისანი, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ტაძრის მშენებლობა განსაკუთრებული სულიერი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია.

პროექტი საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძისა და თბილისის მერის კახა კალაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტაძარი

ერთიანობის, თანადგომისა და შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემის სიმბოლოდ იქცევა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ნიკორწმინდაში დიაკონი გიორგი ქემოკლიძე მღვდლად ეკურთხა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ