ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებას ეხმაურება
ანალიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლების შეცვლისკენ მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწოდება ქვეყანაში ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის მცდელობაა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება“ და „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.
ანჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტებს გაუჭირდათ და ახლა მათი მხრიდან უფრო მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტის მქონე პირების განცხადებების გააქტიურება ხდება. მისი თქმით, ამ მიზნით ყურადღება სასულიერო პირებზეც გამახვილდა.
„ძალიან გაუჭირდათ იქითა ბანაკში და, მათი აზრით, უფრო წონიანი „ავტორიტეტების“ გამოგორება დაიწყეს. სად უნდა ეძებნათ ასეთები სხვაგან, თუ არა სასულიერო პირთა რიგებში?
ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა. დესერტად სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.
მიტროპოლიტს არ აწყენდა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის გაცნობა და ასევე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის გახსენება“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: მიტროპოლიტი იობი პარეხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
