ეპისკოპოსი მელქისედეკი საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
საიუბილეო კონფერენციას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
2026 წლის 5 ნოემბერს ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც კონფერენციას „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ დაესწრო.
მღვდელმთავარი უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და ამავე უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, მაღალყოვლადუსამღვდელოეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მიწვევით იმყოფებოდა.
კონფერენცია მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. ამ თარიღს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2026 წელს საზეიმოდ აღნიშნავს. საიუბილეო წლის განმავლობაში საეკლესიო მსახურებებთან ერთად იმართება სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებებიც, რომელთა შორის იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ნინოობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.
