საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამტრედიის ეპარქიაში მიბრძანდა

დღეს 11:34
48
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამტრედიაში მიბრძანდა. ფოტო: სქრინშოტი sazu სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამტრედიაში მიბრძანდა. ფოტო: სქრინშოტი sazu

უწმინდესი და უნეტარესი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

დღეს, 3 ნოემბერს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია.

ამ თემაზე შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი 3 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი ამ წუთებში სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში მობრძანდა, სადაც საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი ემთხვევა სამტრედიაში მდებარე წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. საღვთო ლიტურგია ტაძარში დილის 10:00 საათზე დაიწყო. ეს არის შიო III-ის, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის, პირველი ოფიციალური ვიზიტი იმერეთის რეგიონში. ლიტურგიის დასრულების შემდეგ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი საბა: „პატრიარქობა არ არის ადმინისტრაციული თანამდებობა — ეს არის ტვირთი და ჯვარი“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ