ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამებაშია დაბრძანებული
წმინდანის ხსენების დღეს ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
2 ნოემბერს მამა გაბრიელის ხსენების დღეა.
მორწმუნეებს, რომლებმაც 2 ნოემბერს მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში წასვლა ვერ შეძლეს, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოლოცვა თბილისში, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, დღის ბოლომდე შეუძლიათ.
2 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის (ურგებაძის) ხსენებას აღასრულებს. დღესასწაულთან დაკავშირებით ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანმა) საღმრთო ლიტურგია აღავლინა სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც წმინდანის ნეშტი განისვენებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22
