თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სალექციო კურსი დაიწყო
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო ფიცის მნიშვნელობას, სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას, ერთგულებას, სიმამაცეს, თანამებრძოლობას, პასუხისმგებლობასა და ლიდერობის მორალურ საფუძვლებს.
საქართველოს საპატრიარქოს კაპელანთა კორპუსისა და საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ერთობლივად შემუშავებული სალექციო კურსი მიზნად ისახავს კაპელანთა კორპუსის გაძლიერებას, თავდაცვის სისტემაში სამხედრო მოძღვრის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენას, აგრეთვე – სამხედრო მოსამსახურეთა სულიერ და ზნეობრივ განმტკიცებას.
სალექციო კურსის მთავარი მიმართულებებია პიროვნული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მნიშვნელობა სამხედრო მოსამსახურის ცხოვრებაში, მათი როლი პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და სამშობლოს მსახურებაში.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო ფიცის მნიშვნელობას, სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას, ერთგულებას, სიმამაცეს, თანამებრძოლობას, პასუხისმგებლობასა და ლიდერობის მორალურ საფუძვლებს.
კურსის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია სამხედრო სამსახურის ზნეობრივი არსისა და პროფესიული მოვალეობის წარმოჩენა, რაც გულისხმობს სამშობლოსა და ხალხის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობასა და იმ ღირებულებების ერთგულებას, რაზეც დგას ჩვენი ქვეყნის ისტორია, აწმყო და მომავალი.
სალექციო შეხვედრები ასევე წარმოაჩენს სამხედრო მოძღვრის განსაკუთრებულ მისიას, დაეხმაროს სამხედრო მოსამსახურეს სულიერი ცხოვრების მართებულად წარმართვაში, იმ შინაგანი ძალის განმტკიცებაში, რომელიც აუცილებელია როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე განსაცდელისა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ჟამს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „ჯარის ბანაკს“ ახალი საგანი – „ღირებულებითი განათლება“ დაემატა.
