პარლამენტის სტაჟიორები სამთავროსა და შიომღვიმის მონასტრებს ეწვივნენ

გუშინ 16:09
28
პარლამენტის სტაჟიორები სამთავროსა და შიომღვიმის მონასტრებს ეწვივნენ. ფოტო: საქართველოს პარლამენტი პარლამენტის სტაჟიორები სამთავროსა და შიომღვიმის მონასტრებს ეწვივნენ. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ვიზიტი ნინო წილოსანის ინიციატივით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სტაჟიორები მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით განხორციელდა.

ამ თემაზე ნინო წილოსანის ინიციატივით პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა
შალვა პაპუაშვილმა მონაწილეებს მიმართა და საქართველოს ისტორიულ მისიაზე გაამახვილა ყურადღება.

ახალგაზრდები მცხეთაში სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ესტუმრნენ, რის შემდეგაც შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსამდე მსვლელობა მოაწყვეს.

ვიზიტის ფარგლებში სტაჟიორები გაეცნენ მონასტრების ისტორიას, არქიტექტურულ თავისებურებებსა და მათ მნიშვნელობას ქართულ კულტურაში. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე გასცნობოდნენ საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ძეგლებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჭიათურაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს კვირეული მიეძღვნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ