მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის სამრევლოში შეხვედრა გაიმართა
ბავშვებისთვის განკუთვნილ შეხვედრას პედაგოგი მედეა ჩადუნელი უძღვებოდა.
28 ოქტომბერს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის სამრევლოში ბავშვებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა წმინდა დედოფალ შუშანიკის მოწამეობა იყო.
შუშანიკის წამება — იაკობ ცურტაველის მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნეში, კერძოდ 476–483 წ.წ. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა.
პედაგოგი მედეა ჩადუნელი ბავშვებს წმინდა შუშანიკის ცხოვრებისა და მოწამებრივი ღვაწლის შესახებ ესაუბრა.
მამა ბასილ ფოსურმა პედაგოგს მადლობა გადაუხადა და ლექცია შთამბეჭდავ და უაღრესად საჭირო შეხვედრად შეაფასა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ნანტში წმინდა შუშანიკის სახელობის სამრევლოში ზეთის კურთხევის მსახურება აღესრულა.
