ნინო წილოსანის ინიციატივით პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა
შალვა პაპუაშვილმა მონაწილეებს მიმართა და საქართველოს ისტორიულ მისიაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 1700 წლის წინ მიღებული ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ისტორიული მისია დაეკისრა, რომელსაც ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჭიათურაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს კვირეული მიეძღვნა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
