რუსთავში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი პროგრამა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას, ხატწერის მასტერკლასსა და საგანმანათლებლო სემინარს მოიცავს.
2026 წლის 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, შოთა რუსთაველის ქუჩის №13-ში, გაიმართება კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება — „ქრისტიანულ მემკვიდრეობაში ასახული ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება“.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. პროექტის ინიციატორია დეკანოზი ალექსი შუშანია.
ღონისძიებაში მონაწილეობას სამრევლო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ჩატარდება ხატწერის მასტერკლასი და საგანმანათლებლო სემინარი ქართული ხატწერის, ოქრომკედით ქარგვისა და ხეზე კვეთის ტრადიციების შესახებ.
პროექტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება და მიზნად ისახავს ქართული ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებასა და ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა მოეწყო.
