ბაგრატის ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის სულის საოხად პანაშვიდი აღასრულა.
2026 წლის 24 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის — ბაგრატის საკათედრო ტაძარში ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის საოხად საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
მღვდელმთავარს სამღვდელოების წარმომადგენლები თანამსახურებდნენ. ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ მგალობლები და სტიქაროსნები.
წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იოანემ ნეტარხსენებული პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა. ღვთისმსახურების მონაწილეებმა ილია II-ის სულის განსვენებისთვის ილოცეს.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 22 მარტს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. დაკრძალვამდე პატრიარქის ცხედარი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან სიონში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა.
