„დავითიანნსა“ და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს 10:41
36
„დავითიანნსა“ და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფოტო: დავითიანნი „დავითიანნსა“ და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფოტო: დავითიანნი

თანამშრომლობა სტუდენტების საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ და ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

2026 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებრივ მოძრაობა „დავითიანნსა“ და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც „დავითიანნის“ პრეზიდენტმა, კოტე სვანაძემ, და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიმდინარე პროექტები და მათში მონაწილეობის შესაძლებლობები გააცნეს.

ამ თემაზე ,,დავითიანნი“ თბილისობის დღესასწაულს შეუერთდება
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე ახალგაზრდების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტს გამართავს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო და მოხალისეობრივ საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობაზე. ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამებისა და აფხაზეთის თემაზე ინტელექტუალურ ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ.

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ახალგაზრდულ ინიციატივებში მონაწილეობისა და საკუთარი უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, უნივერსიტეტის შესაბამისი წესის საფუძველზე, მათ დამატებითი სასტიპენდიო ქულების მოპოვებაც შეეძლებათ.

თანამშრომლობის მიზანია უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ მოძრაობას შორის ურთიერთობის გაღრმავება, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და მათთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ